"ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის პატარა დიდგორია" - დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველოს ლიდერები დღეს ხონში მხარდამჭერებს შეხვდნენ. დავით ბაქრაძემ ხონელებს დიდგორობა მიულოცა და განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის პატარა დიდგორია.
ბაქრაძის თქმით, კეთილდღეობა, დაცულობა, ევროინტეგრაცია- ეს არის ის, რასაც "ევროპული საქართველო" ხალხს პირდება. გამარჯვების შემთხვევაში ევროპელები პენსიის, სოციალური და დევნილების დახმარების გაორმაგებას გეგმავენ.
"31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დასრულდეს" - განაცხადა ამომრჩევლებთან შეკრებაზე კაკო ბობოხიძემ, რომელიც "ევროპულმა საქართველომ" ვანი-ხონი- წყალტუბო-ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი