|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფეხბურთის ფედერაციას ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს

ფეხბურთის ფედერაციას ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს. არჩევნების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. დელეგატთა გადაწყვეტილებით, 18 ხმა კობიაშვილმა, 15 ხმა რევაზ არველაძემ მიიღო. კიდევ ერთი კანდიდატი, მამუკა კვარაცხელია ხმის გარეშე დარჩა, თუმცა მან უკვე მიულოცა გამარჯვებულ კანდიდატს და წარმატებები უსურვა. ემოციური იყო ლევან კობიაშვილის სიტყვით გამოსვლა, როდესაც მან გამოსვლა ბოლომდე ვერ დაასრულა და დარბაზი დატოვა. 

"მადლობა ყველას, ვინც ქართული ფეხბურთის მომავალს მისცა ხმა, მადლობა ჩემი გუნდის წევრებს და მადლობა თქვენ, ჩემს გულშემატკივრებს იმისათვის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მაძლევდით მოტივაციასა და ძალას. მთავარი ახლა იწყება, ბრძოლა ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისათვის!"

კობიაშვილის ამ პოსტზე არჩევა დღეს სკანდალისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა