|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ [R]

2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA 2.43%. 

 კოვიდ19-თან დაკავშირებულ გამოწვევებთან დროულ და შეუფერხებლად გამკლავებას სწორედ 2019 წლის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები, ბანკის მენეჯმენტის ნათელი ხედვა და კრიზისის ეფექტურად მართვის სტრატეგია განაპირობებს - სწრაფად მოვერგეთ ახალ საოპერაციო რეალობასა და გარემოს: ფილიალები, ისევე როგორც სათავო ოფისი, უზრუნველვყავით ყველა საჭირო რესურსით, რომ საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველა მითითების დაცვით ბიზნეს პროცესები შეუფერხებლად გვემართა.  

მიმდინარე კრიზისის გამოწვევები სერვისების გაციფრულებისა და ოპტიმიზაციის ახალ შესაძლებლობებად ვაქციეთ: უმოკლედ ვადებში შევქმენით პერსონიფიცირებული და მრავალარხიანი საკომუნიკაციო სტრატეგია მომხმარებელთან ურთიერთობის გაძლიერებისთვის.  ჩვენ თითოეული მომხმარებლის შემთხვევას ინდივიდუალურად მივუდექით და მათ საჭიროებასა და სიტუაციაზე მორგებული გადაწყვეტილებები შევთავაზეთ, რის შედეგადაც სასესხო პორტფელის დაახლოებით 45% რესტრუქტურიზდა. 

ის ფაქტი, რომ ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობამ, ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებთან გამკლავება შეძლო სწორედ პასუხისმგებლიანი საბანკო დაკრედიტების პოლიტიკის შედეგია. მათ, ვის საქმიანობაზეც კოვიდ 19-მა პირდაპირი გავლენა იქონია, ფინკა ბანკმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება შესთავაზა, გამომდინარე იმ ზარალიდან, რაც ვირუსმა მათ ბიზნესსა და შემოსავალს მიაყენა. მთელი ჩვენი პროფესიული ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება გამოვიყენეთ, რათა მიმდინარე კრიზისს მინიმალური ზარალი მიეყენებინა არამხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ მთლიანად სექტორისთვის. 

მუდმივად ვსწავლობთ ჩვენი კლიენტების საჭიროებებს და კარგად ვიცით, რომ მათთვის ასეთ დროს ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. შესაბამისად, ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას როგორც კონსულტაციით, ასევე მათზე მორგებული პროდუქტებითა და სერვისებით, რომლებიც ჩვენი სეგმენტის საჭიროებებზეა ორიენტირებული.

ფინკა ბანკი მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან. 2020 წლის მარტის მდგომარეობით კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელი 20.85%-ია (ბანკის მინიმალური ვალდებულება 13.5%-ია) და ეს დასტურია იმისა, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა, ბანკს გააჩნია საკმარისზე მაღალი კაპიტალის ბუფერი. ბანკი ინარჩუნებს ლიკვიდურობის მაღალ მაჩვენებლებს, რაც ბანკის მენეჯმენტის ეფექტიანი მუშაობის შედეგია.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა