|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფოტოკონკურსი "ილო 2015" იწყება

ფოტოკონკურსი "ილო 2015" იწყება. კონკურსის  შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილება ავრცელებს.  ფოტოკონკურსის თემა  თავისუფალია.  პრემია „პუბლიკის სიმპატიის“ თემა არის „ქუთაისი: ქალაქი და ადამიანები“ - ქალაქის ხასიათი, კოლორიტი, დინამიკა, არქიტექტურა, დეტალები, ადამიანები - ანუ ყველაფერი ის, რაც ჩვენს ქალაქს სხვებისგან განასხვავებს და მას განსაკუთრებულად აქცევს.  კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფოტოგრაფიულ ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული სცენა/ქუჩის ფოტოგრაფია, რეპორტაჟი ) გადაღებული ფოტო. ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების მაქსიმალური რაოდენობაა 5 ფოტო.
კონკურსში წარმოდგენილი ფოტოები გადაღებული უნდა იყოს 2014-2015 წლებში. საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს იმ პიროვნებას, ვისი სახელითაც წარდგენილია ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობისთვის.

ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 4 პრემია: 
პირველი პრემია - 800 ლარი; მეორე პრემია - 600 ლარი, მესამე პრემია - 500 ლარი.
პრემია “პუბლიკის სიმპატია” - 300 ლარი გადაეცემა იმ ფოტოს ავტორს, რომლის ნამუშევარიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს ქ. ქუთაისის მუნიც. მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილებების ფეისბუქის გვერდზე.

"კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები. ფაილები განაცხადთან ერთად (განაცხადის ფორმის მიღება შესაძლებელია კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში ან ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში) უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, I სართული, მერიის კანცელარია, ოთახი №3. ან ხელმოწერილი განაცხადის დასკანერებული ვერსია გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: ilokutaisi2011@gmail.com. პუბლიკის სიმპატიის“ პრემიისთვის განკუთვნილი ყველა ფოტო განთავსდება ფეისბუქ გვერდზე - ქ. ქუთაისის მუნიც. მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის განყოფილებები და მომხმარებელთა აქტივობის საფუძველზე მოხდება მეოთხე პრემიის - “პუბლიკის სიმპათიის” გამოვლენა", - ნათქვამია განცახდებაში. 

საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2015 წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე, პრემია “პუბლიკის სიმპატიის“ ნამუშევრებისთვის ხმების მიღება შეწყდება 15 ოქტომბერს 18:00 საათზე. ფოტოკონკურს "ილო2015"-ის შედეგები 2015 წლის 22 ოქტომბერს გამოცხადდება. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა