|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფუდმარტის" მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

ქუთაისში შარტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე (ფუდმარტის მიმდებარე ტერიტორიაზე) გზის საფარის განახლება მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე ტექნიკამ  მუშაობა გუშინ, მომდევნო რამდენიმე დღეში კი გზის საფარი სრულად აღდგება და განახლდება.

​,,დავიწყეთ მუშაობა ფუდმარტის მიმდებარე ტერიტორიასა და შარტავას ქუჩაზე. ახლა წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენიმე, დღეში ამ ქუჩებზე სრულიად ახალი ასფალტის საფარი დაიგება,"-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

დაიწყო ფანჯიკიძის ქუჩის მონაკვეთის მოწესრიგებაც ("კინო საქართველოს" მიმდებარე ტერიტორია) სადაც ასევე რამდენიმე დღეში, გზის ახალი საფარი დაიგება.

"ფუდმარტის" მიმდებარედ ამორტიზებული გზა არაერთხელ გახდა უკმაყოფილების მიზეზი, მოსახლოება გზის შეკეთებას ითხოვდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა