|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გააპარტყუნე ყურები"- ქუთაისში ხელოვანების აქცია-პერფორმანსი გაიმართა

"გააპარტყუნე ყურები"- ამ მოთხოვნით ქუთაისში  ხელოვანების აქცია-პერფორმანსი გაიმართა, თუმცა აქციის მონაწილეებს რეკვიზიტების საჯაროდ განთავსების უფლება მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

არტისტები ხელოვნების პარკისთვის ტერიტორიის გამოყოფას მოითხოვენ. მათ მერიის მიმდებარედ არსებულ  "შრომის მემორიალთან"  ყურის ფორმები მიიტანეს და ხელისუფლებას  "ყურების გაპარტყუნებისაკენ" მოუწოდეს. 

 აქციის მონაწილის და ხელოვნების პარკის იდეის ავტორის ხვიჩა დოღონაძის განცხადებით, მათ აქციას ის შედეგი მოყვა, რომ ხელისუფლებამ ყურები გააპარტყუნა, თუმცა აგრესიული ფორმით და აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს, თუმცა ვერ გამუმართეს, რის საფუძველზე არ აძლევდნენ აქციის ჩატარების უფლებას.

ხელოვანები პროექტის განხილვის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ან ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრასაც ითხოვენ. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას აანონსებენ. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა