|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაბათილებულმა ბიულეტენებმა 5 % დამაკლო"- კობა ნარჩემაშვილი

კობა ნარჩემაშვილმა დღეს  ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, #49 ოლქში  1100 -ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა,  რომელთა  უმრავლესობა მას ეკუთვნოდა.  გაბათილებული ბიულეტენების  შედეგად კი  დაახლოებით 5% დააკლდა.

„ჩემს ოლქში 1100-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა. გაბათილებულმა ბიულეტენებმა 5% დამაკლო. რაც შეეხება ცალკეულ ინციდენტებს, ამას საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ამდენი მეორე ტური რომ დაინიშნა, ეს ადასტურებს დემოკრატიის მაღალ ხარისხს. რაც შეეხება ჩემს საარჩევნო ოლქს, მე მთელი საარჩევნო კამპანია ოპონენტების პატივისცემის ატმოსფეროში ჩავატარე და ასე ვაპირებ მომავალში. პოლიტიკა არ არის პიროვნული ანგარიშსწორების ადგილი. ჩემი ოპონენტი ამბობს, რომ გაბათილებულ ბიულეტენებში მისი ხმები იყო, მაგრამ სინამდვილეში 1000-ზე მეტი ჩემი ხმა იყო", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ქუთაისში არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტში ოპონენტებმა მონაწილედ მისი ძმა დაასახელეს, თუმცა მას ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და საავადმყოფოში იმყოფებოდა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა