|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადაიხადე პარკინგის საფასური თიბისი ფეიზე

თიბისი ფეიზე პარკინგის საფასურის გადახდისთვის სულ ორიოდე წუთი დაგჭირდება. ამასთან, პროცესი არის ძალიან მარტივი და ინტუიციური, პლატფორმის ინტერფეისი კი სრულადაა მორგებული იმაზე, რომ ნებისმიერი პროცესის შესრულება სულ რამდენიმე წუთში შეძლო.

 

როგორ გადავიხადო პარკინგის გადასახადი თიბისი ფეის საშუალებით?

 

თიბისი ფეის ვებსაიტი tbcpay.ge და აპლიკაცია სრულიად უფასოა, მათით სარგებლობა შეგიძლია როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდანაც. 

 

გადადი სერვისების ველში და იპოვე კატეგორია “ტრანსპორტი, ჯარიმები, ტაქსი”, შემდეგ კი მონიშნე პარკინგის საფასური. აქ იპოვი ისეთ პროვაიდერებს, როგორებიცაა:

 

  1. თბილისის პარკინგი
  2. ქუთაისის პარკინგი
  3. გორის პარკინგი
  4. ბათუმის პარკინგი
  5. კავკასიის ავტო იმპორტი 
  6. კავკასიის საექსპედიტორო კომპანია
  7. ჭიათურის პარკინგი



როგორც ხედავ, აქ შეგიძლია ნახო ყველა სასურველი პროვაიდერი და შეასრულო ტრანზაქცია თვალის დახამხამებაში. ამისათვის დაგჭირდება მხოლოდ შენი მანქანის ნომერი.


თიბისი ფეიზე შესრულებული ნებისმიერი ტრანზაქცია აისახება მომენტალურად, სამუშაო თუ არასამუშაო დღეებში.

ავტორი: ნიუპრესი