|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გადავარჩინოთ გიდები"- ახალგაზრდა გიდების ასოციაცია ინიციატივით გამოდის

გადავარჩინოთ გიდები - ამ მოწოდებით საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა ბერეკაშვილი გამოდის.  როგორც ის აცხადებს,  ტურიზმის სექტორისთვის შეთავაზებული მხარდაჭერის პაკეტიდან, თითქმის არცერთი პირდაპირ არ შეხებია გიდებს.
 
"საჭიროა სპეციალური მიდგომა გიდებისთვის, მათთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იყო ერთადერთი წყარო და წარმოადგენენ ისეთ მოწყვლად რისკჯგუფს, რომელთათვისაც ისედაც არასტაბილური სეზონური სამუშაო გაურკვეველი ვადით დაკარგეს. ოფიციალური სტრუქტურების მიერ დასახელებული პანდემიის პერიოდის ხანგრძლივობა, არ იძლევა უახლოეს მომავალში დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას (სახელდება 3 დან 8 კვირა )"-აცსადებს ბერეკაშვილი.
 
მისი თქმით, ასოციაციამ შეიმუშავა გიდების გადარჩენის სტრატეგია, რაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რეგიონალური ტურისტული ცენტრების მიერ გამოცხადებული ახალი გიდების გადამზადების კურსების  მინიმუმ ერთი წლით გადავადებას ითვალისწინებს, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რეგიონალური ტურისტული ცენტრების არსებული დამტკიცებული ბიუჯეტიდან, რომლებიც გათვალისწინებული იყო საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისთვის, რეკლამირებისთვის, სხვადასხვა სატრენინგო პროექტებისთვის, საინფორმაციო ტურებისთვის და სხვა აქტივობებისთვის,   კონკრეტული ფინანსური დახმარების პაკეტი გამოიყოს  გიდებისთვის.
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა