|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაფიცვის მეორე დღე- ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალიზებულია

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა,  ამ დრომდე არ მუშაობს. მიკროავტობუსები კვლავაც წითელ ხიდთან არის გაჩერებული.

მძღოლები თავიანთი მოთხოვნის შესრულებამდე, რომელიც მგზავრობის საფასურის 10 თეთრით  გაზრდას ეხება, მუშაობის დაწყებას არ აპირებენ.

გუშინ ქალაქის ვიცე-მერთან მძღოლების წარმომადგენლების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. როგორც მერიიაში განაცხადეს, გარკვეული საკითხების განხილვა დღეს გაგრძელდება.

ქალაქში არ იმყოფებიან ქუთაისის მერი  შოთა მურღულია და  მისი მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი. მძღოლებთან მოლაპარაკებებს ქალაქის ვიცე მერი კოტე ქავთარაძე აწარმოებს.

დახურულ შეხვედრაზე არ დაასწრეს საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძე, რომელიც მძღოლებს მერიის წინ შეხვდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა