|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაიმარჯვებს თუ არ ქუთაისური კომპანია რიონისპირა სახლების ტენდერში?

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცის მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში  SPA190002436 მონაწილეობა ორმა კომპანიამ  ქუთაისურმა სს "ხურომ" და თბილისურმა კომპანიამ  შპს "კარკასი" მიიღო. ამ დროისათვის მონაწილეების შერჩევა მიმდინარეობს. 

  ვაჭრობის მესამე რაუნდის შედეგად,  თბილისურ კომპანიას ერთი ლარით ნაკლები თანხა აქვს დასახელებული.  სს "ხურო" სამუშაოების შესრულებისათვის 800 000 ლარს ითხოვს,  შპს "კარკასი" კი 799 999 ლარს. 

საპროექტო-სამშენებლო კომპანია სს "ხურო"ხელმძღვანელის და ქუთაისის ყოფილი მერის  დავით მელქაძის თქმით, ასეთი სპეციფიური ტენდერის შემთხვევაში,  ერთ-ერთ განმსაზღვრელ პირობად ადგილობრივი სიტუაციის ცოდნა და გამოცდილება უნდა ყოფილიყო ჩადებული.

"ასეთი სპეციფიური ტენდერი რომ ცხადდება, გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური მოთხოვნებიც, რაც ადგილობრივი  სიტუაციის ცოდნასთან და გამოცდილებასთნ არის დაკავშირებული. ამ უბნის  განაშენების რეგულირების გეგმა(გრგ)   ჩვენ გაკეთებული გვაქვს, ეს ჩვენ პროექტს ახლავს თან. თავიდან, ბაზრის კვლევა რომ იყო, მონაცემები ჩვენ წარვადგინეთ, მათ საკმაო შეცდომები ქონდათ. დოკუმენტაციაზე მიკრული იყო ბოტანიკური ბაღი, გაპონოვის ქუჩა, სად იყო ეს ქუჩა, ისიც არ იცოდნენ.  ვკითხე, ვის შეეკითხეთ, ამას რომ აკეთებდით მეთქი, მერე გააასწორეს, სხვათაშორის, ბოტანიკურ ბაღამდე კილომეტნახევარია და გაპონოვის ქუჩაზე 140 სახლია,"- აღნიშნავს დავით მელქაძე.

მისი თქმით, მისი კომპანია, სავარაუდოდ, ტენდერში ვერ გაიმარჯვებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ადგილობრივების მონაწილეობის გარეშე  ამ პროექტის განხორციელება გაჭირდება.

"თუ ისინი პროექტის განხორციელებაში ადგილობრივებს არ ჩართავენ, გაუჭირდებათ, ვერ მოაბამენ თავს.  ჩვენ საერთაშორისო ტენდერებს ვიღებთ და იქ ეს პირველი მოთხოვნაა - ჩვენ აუცილებლად ჯგუფში აგვყავს ადგილობრივი სპეციალისტები, რომ ჩაგვეთვალოს პლუსად", - განაცხადა დავით მელქაძემ.

 რიონისპირა სახლების პროექტი "წითელი ხიდიდან" და "ჯაჭვის ხიდამდე" ტერიტორიას მოიცავს,  ჯამში, 41 სახლის რეაბილიტირება იგეგმება. 

 

რიონისპირა სახლების პროექტირებას ქუთაისელი არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი მოახდენს

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა