|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკი კონცერტის შემდეგ

ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაცია ფოტოებს აქვეყნებს, სადაც კარგად ჩანს, როგორ არის დაბინძურებული პარკი და დაზიანებულია მცენარეები. "ეს კიდე არაფერია. ახლოდან უნდა ნახოთ. მომსპარი და განადგურებულია ყველაფერი. არც ერთი ვარდი, არც ერთი ბუჩქი აღარაა შერჩენილი. 5 წელიწადია ამ პარკს ვალამაზებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებს პირობები შევუქმნათ და დასვენების, გართობის და მოსვენების საშუალება მივცეთ. ახლა კი..."-წერს პარკის ადმინსტრაცია სოციალურ ქსელში.

პარკში გუშინ "რუსთავის 2–ის" კონცერტი გაიმართა, რომელსაც უამრავი მაყურებელი დაწესრო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი