|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გამაფრთხილეს, რომ მერის კრიტიკას არ მიიღებდნენ"- გია უკლება

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ცემის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. გამოძიების მიმდინარეობაზე გია უკლებამ ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და გუშინ მისი ბოლო გამოკითხვა მიხდა.

"გუშინ გამოვიკითხეთ კიდევ და მივეცით ჩვენება, დაიკითხა ყველა მონაწილე. იმედი მაქვს, გამოძიება დასრულდება ისეთი შედეგით, როგორიც უნდა იყოს. ამ დაპირისპირების წინაპირობა იყო 29 აგვისტო, როდესაც გამაფრთხილეს, რომ მერის კრიტიკას არ მიიღებდნენ. ამას მოყვა ჩემი ცემა, რადგან არ დავემორჩილე მათ მოთხოვნას", - განაცხადა გია უკლებამ.

გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უკლებასგანცხადებით, გამოძიება უნდა დაიწყოს ჯგუფურ თავდასხმაზეც, ასევე უნდა დაემატოს პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლი.

 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას განცხადებით, ოპონენტები მიზანმიმართულ პროვოკაცია ახდენენ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება საკრებულოში. მისი თქმით, არ ეთანხმება დაპირისპირების ამ ფორმას, თუმცა აცხადებს, რომ არ უნდა გაკეთდეს ამგვარი განცხადებები.

„ეს არის ბატონი გია უკლებას შეფასება და ამ შეფასებაში არის მხარე. მე არაერთხელ გავაკეთე კომენტარი, რაც მოხდა, ეს არის ცუდი და ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტი თმენის ვალდებულება გვაქვს, თუმცა მათი მხრიდან ხდება პროვოკაციული ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო გარემოს დაზიანებას და დემოკრატიული გარემოს და პროცესის ხელშეშლას, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ყველა პოლიტიკურ ოპონენტს.  ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, შეურაცხმყოფელია სიძულვილის ენით საუბარი, თუნდაც პოლიტიკური ოპონენტების და რაც მთავარია, ამომრჩევლის მიმართულებით.  ვისი მხარდამჭერიც უნდა იყოს, ადამიანურად რთულია, ასეთი პოლიტიკური განცხადებები. რაც შეეხება ფაქტს, გამოძიება მიმდინარეობს და მან უნდა დაადგინოს, იყო თუ არა დანაშაული. მე ვერ შევაფასებ, ეს არაა ჩემი კომპეტენცია“-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

 შეგახსენებთ, 19 სექტემბერს, ქუთაისის სხაკრებულოს სხდომის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს უმრავლესობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისინი დეპუტატის ცემის მიზეზად სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლების მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნებას ასახელებდნენ.  უკლება კი აცხადებდა, რომ მის მიმართ ანგარიშწორების მიზეზი ქალაქის მერის მიმართ გამოთქმული შენიშვნები გახდა.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა