|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გამომიტანეს განაჩენი, ეშაფოტზე უნდა ამიყვანონ და საჯაროდ დამწვან" - მეუფე იოანე

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას პროვოკაციად აფასებს. განცხადება ეპარქიის გვერდზეა გამოქვეყნებული.

მეუფის თქმით, მას დიდი ახანია ებრძვიან და ახლა "განაჩენიც გამოუტანეს".

"ბოლო დროს მოდაშია კინოფილმების სერიალები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების „სერიალები“ ბოლო წლების მოვლენაა. ამ „სერიალების“ მთავარი მოქმედი პირები იცვლება. ოპერატორებს ვიცნობთ, დამდგმელი რეჟისორი, სცენარისტი, დამკვეთი და სპონსორები იმალებიან. მას შემდეგ, რაც ჩვენი პატრიარქის კურთხევით და სინოდის განჩინებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დავინიშნე, ყველაზე ხშირად ამ „სერიალების“ მთავარ როლს მე მითმობენ. ბოლოს გამომიტანეს განაჩენი, ეშაფოტზე უნდა ამიყვანონ და საჯაროდ დამწვან მათი მწარე ენის „ბრალდებების“ კოცონზე. არ გაინტერესებთ, ახლა ვინ და რას მაბრალებენ? ჩემთვის პერსონალურად და გვარ-სახელებით უცნობი „თეოლოგები“ მოითხოვენ ამას, რომელიღაც ტელეარხის კორესპონდენტის მასალის საფუძველზე", - წერია ეპარქიის გვერდზე.

შეგახსენებთ, მეუფე იოანეს  არასამთავრობო ორგანიზაცია TDI-მ  ანტისემიტურ ქადაგებაში დასდო ბრალი. მას გამოესარჩლა დეკანოზი ილია კარკაძე, რომელმაც თავის ქადაგებაში აღნიშნა, რომ მეუფე მხოლოდ ფაქტებს იშველიებდა. სასულიერო პირების განცხადებას საქართველოში ისრაელის ელჩიც გამოეხმაურა და ხელისუფლებას რეაგირება მოითხოვა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა