|
  • EUR 1 = GEL 3.6581
  • USD 1 = GEL 3.1557
|

გარდაბანში სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური სკოლა გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში, კომპოზიტორ სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური სკოლა გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი-თეა წულუკიანი,  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული- შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად დაესწრო.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, მსმენელის წინაშე მუსკალური ნომრებით თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „ბეთანია“ და „აკრიანე“ წარსდგნენ.

ამ დროისათვის სამუსიკო სკოლა სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და მუსიკალური ინსტრუმენტებით. სკოლაში სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებაზე 54 მოსწავლე ირიცხება. სკოლა მაღალკვალიფიციური პედაგოგებით არის დაკომლექტებული.

მუსიკალური სკოლის მშენებლობა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა,სამუშაოების ღირებულება 276 626 ლარს შეადგენს.

მარტყოფის სამუსიკო სკოლა,  1969 წელს, სულხან ცინცაძისა და ოთარ თაქთაქიშვილის მიერ დაარსდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 18.99%
გაუარესდა - 67.88%
არ შეცვლილა - 13.13%
სულ - 358 ხმა