|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბანში საბავშვო ბაგა-ბაღების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რვა ლოკაციაზე, საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ სართიჭალაში და მარტყოფში მიმდინარე პროცესს, მონიტორინგის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელბი გაეცნენ.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში ყველა ლოკაციაზე ეწყობა საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, ღობე და სარწყავი სისტემა.
 
სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 277 000 ლარით ფინანსდება.  სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გია კონსტრაქტმშენი“ ახორციელებს.
 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა