|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წელს, დაგეგმილი და ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამები წარმატებით განახორციელა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოციალური პოლიტიკა ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წელს, დაგეგმილი და ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამები წარმატებით განახორციელა. 
 
მთელი წლის განმავლობაში მაღალი იყო მოქალაქეების მომართვიანობა სოციალური მიმართულებით. ჯამში მერიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების და მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მუშაობის შედეგად 10 000-მდე განაცხადის დაკმაყოფილება შეძლო. ამ დროისთვის 22 სოციალურ პროგრამაზე გახარჯულია 3 მილიონ ლარზე მეტი.
2023 წელს მუნიციპალიტეტმა მოახერხა და შეძლო სოციალური სერვისების გაუმჯობესება რამდენიმე მიმართულებით, ეს ეხება 
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 25 წლამდე აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, წელიწადში ორჯერ სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსება მიიღონ. ასევე, გაუმჯობესდა და თანხა დაემატა ონკო პაციენტების, შშმ პირების და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებას.
 
აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებით ბავშვზე მორგებული მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავების მიზნით, საჭიროებათა კვლევა განხორციელდა.
 
კვლევის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების შესწავლა ახალი, მუნიციპალური პროგრამების დასანერგად.
აღნიშნული კვლევის საფუძველზე 2024 წელს მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალურ პროგრამებს კიდევ რამდენიმე მიმარ
თულება დაემატება და ბიუჯეტის 15%-ით გაზრდა იგეგმება.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა