|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში იმუნიზაციის მარათონი დაიწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მარტყოფსა და ნორიოში იმუნიზაციის მარათონი დაიწყო.
 
ვაქცინაციის მსურველებს, COVID19 - ის საწიინაღმდეგო ვაქცინის გაკეთება, სოფლიდან გაუსვლელად, ადგილზე შეუძლიათ. 
 
მოსახლეობას საშუალება აქვს,  წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტაროს აცრა და საკუთარი სურვილისმებრ აირჩიოს ქვეყანაში არსებული ვაქცინიდან ერთ-ერთი. 
 
ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ოთხი ვაქცინაციის პუნქტი მუშაობს, ორი ქ. გარდაბანში, ერთი სოფელ ნორიოში, ერთი კი სოფელ მარტყოფში.
 
 მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები არიან ჩართული.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა