|
  • EUR 1 = GEL 3.4801
  • USD 1 = GEL 3.1916
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „კორონა“ ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები გრძელდება [R]

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, COVID-19-თან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საჯარო სკოლები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი პ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, ეტაპობრივად უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების სპეციალური ხსნარებით დამუშავებას.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.

სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.
#StopCoV

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 78.18%
ჯერ ადრეა - 14.55%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.27%
სულ - 55 ხმა