|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული პედაგოგი ქუთაისის საპატიმროში იმყოფება

გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული სკოლის პედაგოგი ქუთაისის საპატიმროში იმყოფება. 60 წლამდე მამაკაცს გამოძიება მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავება. შემთხვევა ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

გამოძიებას არასრულწლოვანმა უკვე მიაწოდა ინფორმაცია, სადაც რამდენიმე ინციდენტზე საუბრობს. გოგონა იხსენებს, რომ ზაფხულში ის პედაგოგმა მანქანაში ჩაისვა საკუთარი შვილიშვილების თანდასწრებით და ინტიმურ ადგილებზე ჰკიდებდა ხელს. ჩვენებას დაზარალებულის მამაც ესწრებოდა.

მამის ინფორმაციით, მისთვის გაუგებარია, რატომ ტოვებდა პედაგოგი გოგონას მარტო კლასში.

"ბავშვი ამბობს, რომ ხელით ჰყავდა დაჭერილი და გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდა, ჩემმა შვილმა თქვა, რომ სიმწრისგან გადაწყვიტა პედაგოგისთვის ხელზე ეკბინა, რა დროსაც მან ხელი გაუშვა და ბავშვი კლასიდან გაიქცა," - ამბობს მამა".

გოგონას მამა ზაფხულში მომხდარ ინციდენტსაც იხსენებს, როდესაც პედაგოგმა გოგონა მანქანაში ჩაისვა და მკერდზე შეეხო. როგორც ჩანს ის არ არის ერთადერთი, რომელიც პედაგოგისგან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა, პედაგოგის დაკავების შემდეგ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა დირექტორს ღიად უთხრეს იმ დანაშაულის შესახებ, რასაც სასწავლო პროცესის პერიოდში პედაგოგი ახორციელებდა. ერთ-ერთი მასწავლებელი ჰყვება, რომ მასთან სამი გოგონა მივიდა მსგავსი პრობლემით.

ავტორი: ნიუპრესი