|
  • EUR 1 = GEL 3.6232
  • USD 1 = GEL 3.2896
|

"გაუსაძლისი პირობებია, აქ ცხოვრება არ შეიძლება"-წყალტუბოში დევნილებმა აქცია გამართეს

წყალტუბოში სანატორიუმ "გეოლოგში" მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები სანატორიუმში არსებულ პრობლემებს აპრტესტებენ და ერთობლივ გაყვანას მოითხოვენ. მათი თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვანა, რომ სანატორიუმი ავარიულია და იქ ცხოვრება არ შეიძლება.

დევნილები ცუდი პირობების გამო დაუყოვნებლივ გაყვანას ელოდებოდნენ, მაგრამ დევნილთა სამინისტროს ადგილობრივ დეპარტამენტში განუცხადეს, რომ განცხადებები უნდა დაწერონ და ბინებს დაელოდონ.

ადგილობრივების პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. სანატორიუმში 50 ოჯახი ცხოვრობს.

"გაუსაძლისი პირობებია, დასკვნაც არის, რომ არ შეიძლება აქ ცხოვრება. ველოდებოდით, რომ პირველს ჩვენ გაგვიყვანდნენ და ახლადაშენებულ ბინებში შეგვასახლებდნენ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ განცხადებები უნდა დავწეროთ და დაველოდოთ. რას უცდიან, რომ დავიხოცოთ და აღარ დაჭირდეთ ჩვენი გაყვანა? თუ არ დაგვაკმაყოფილებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ"-აცხადებენ ადგილობრივები.

 დევნილთა სამინისტროს რეგიონალურ დეპარტამენტშიაცხადებენბ, რომ სანატორიუმის მცხოვრებლებმა განცხადებები 18 თებერვლამდე უნდა დაწერონ და შედეგებს დაელოდონ.

"დასრულებით ფაზაში მყოფი ორი საცხოვრებელი კორპუსის გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება, რაც იუსტიციის სახლში დევნილის მიერ განაცხადის შევსებას ითვალისწინებს", -განაცხცადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს დირექტორმა დავით ჭეიშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა