|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის დაზიანების ფაქტზე ანა ნაცვლიშვილმა საგამოძიებო უწყებას მიმართა

გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე, გამოძიების მოთხოვნის მიზნით, "ლელოს" ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მთავარ საგამოძიებო უწყებაში განცხადება შეიტანა.

ნაცვლიშვილის თქმით, უკვე წლებია, რაც გელათში არსებული ფრესკები დაზიანებულია, თუმცა არც ერთი უწყების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საქმეში კორუფციის ნიშნებსაც ხედავს.

"ეს არის მორიგი თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. გამოძიება, რომელიც ამ უწყებამ გასულ წელს დაიწყო, არ არის იქითკენ მიმართული, რომ დაადგინოს, ვინ არის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელი და გამოკვეთოს სახელმწიფო უწყებები, რომელთა უპატიებელი გულგრილობის გამო გელათი დაზიანდა. ის გამოძიება ეხება ფინანსურ ნაწილს და დიახ, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში კორუფციას, რაც არ გამორიცხავს ძეგლის დაზიანების გამო პასუხისმგებლობას. შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ფრესკები დაზიანებულია,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა