|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათში ჩატარებული დამაზიანებელი რესტავრაცია ლახავს ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას - იუნესკო

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიამ გელათის შესახებ დადგენილება მიიღო.  დოკუმენტის ზოგად ნაწილში გელათი შეფასებულია, როგორც სათანადო პროფესიული უნარების ან მასალების ვერფლობის გამო შეუსაბამო, ძეგლის უნივერსალური ღირებულების დამაზიანებელი რესტავრაცია.

იუნსეკოს ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადახურვების სარესტავრაციო სამუშაოებით მიყენებული ჯერაც მიმდინარე დაზიანება, რაც გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის ეკლესიების მოხატულობას და ქვას მიადგა, ლახავს ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას. 

იუნესკო ხაზს უსვამს ძეგლის მართვის მექანიზმის არარსებობასაც. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მმართველმა გუნდმა მრავალი მისასალმებელი ნაბიჯი გადადგა იუნესკოს კომიტეტის წარსული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, ქონების მართვის მენეჯმენტის და მონიტორინგის ჩათვლით, თუმცა იუნესკოს შეფასებით. ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები, სამწუხაროდ, წარმატებული არ ყოფილა. 

ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები მარიამ ღვთისმშობლის ტაძრის დროებით გადახურვასთან დაკავშირებით ასევე მისასალმებელია, მაგრამ საჭიროა გამოსავალი, რომელიც ეკლესიის ხელახლა გადახურვის საშუალებას მისცემს. 

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი სახელმწიფოსგან ითხოვს:

იმგვარი დროებითი გადახურვის მოწყობას ორივე ტაძრისთვის, რაც უწყვეტი საკონსერვაციო სამუშაოების წარმოების საშუალებას შექმნის და დაიცავს ნესტის შეღწევის რისკისგან; 

ასევე, მოთხოვნილია: 

• ძეგლის კონსერვაციის პროგრამისა და მონიტორინგის ინდიკატორების შემუშავება;

• ძეგლის მართვის გეგმის ამოქმედება მისი შეფასებისა და განახლების შემდგომ;

• ძეგლის მართვის კომიტეტის შექმნა;

• მეტი საერთაშორისო რესურსის მობილიზება, ძეგლის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მოკლე და საშუალოვადიანი ღონისძიებების განხორციელებისთვის დახმარების ჩათვლით.

აღნიშნულია, რომ ძეგლთან მიმართებით გაუგებარია საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ფუნქცია და მოთხოვნილია მისი ქმედითუნარიანობის ასახვა კომიტეტისადმი წარსადგენ შემდეგსავე ანგარიშში; 

ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ გელათთან დაკავშირებული ყველა მითითებული ღონისძიება უნდა შეთანხმდეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.

დადგენილების შესაბამისი ღონისძიებების ამსახველი ანგარიში განხილული იქნება კომიტეტის 45-ე სესიაზე, წარდგენის ვადაა 2022 წლის 1 თებერვალი.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა