|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გენერალურ პროკურორთან დაკავშირებული ნორმა აბსურდულია - ირაკლი კობახიძე

გენერალურ პროკურორთან დაკავშირებული ნორმა, რაც ასახული იყო 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებაში, თავისი შინაარსით აბსურდულია,  - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს. 

მისი თქმით, მმართველი გუნდი უცვლელად დაუჭერს მხარს პროექტის იმ ნაწილს, რომელიც მომდევნო ორი არჩევნებისთვის 2%-იანი ბარიერის შემოღებას და ფრაქციის ფორმირებისთვის საჭირო რაოდენობის ოთხ დეპუტატამდე შემცირებას შეეხება. რაც შეეხება  კონსტიტუციურ კანონში გათვალისწინებულ  ცვლილებებას, რომელიც მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორის სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს, კობახიძე მიუღებლად მიიჩნევს.   

„გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე დისკუსია გაგრძელდება დღეს და ხვალ. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება დისკუსიის შედეგები, ამის მიხედვით პროექტში ან დარჩება პუნქტი ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი. ყველა პარტია თანხმდება, რომ როგორიც არ უნდა იყოს გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, პროექტის დანარჩენ პუნქტებს ყველა პარტია დაუჭერს მხარს. კანონპროექტი კენჭისყრაზე ან ამ პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე გავა.

როგორც იურისტი გეტყვით, რომ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებული ნორმა, რაც ასახული იყო 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებაში, თავისი შინაარსით აბსურდულია. ჩემთვის როგორ იურისტისთვის შეიძლება შეურაცხმყოფელიც იყოს ასეთი ნორმისთვის ხმის მიცემა, როდესაც საუბარია მის კონსტიტუციაში შეტანაზე. დისკუსია გაგრძელდება და ხვალ პროექტს ან ამ პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი“, - განაცხადა კობახიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა