|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გივი ჭიჭინაძის გერმანიაში ვიზიტი ბიუჯეტს 5 375 ლარი დაუჯდა

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ერთკვირიანი მივლინება გერმანიაში ბიუჯეტს 5 375 ლარი დაუჯდა.  ამის შესახებ "ნიუპრესს" გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად იმერეთის გუბერნიიდან აცნობეს.

გუბერნიიდან გერმანიაში ასევე იმყოფებოდა ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, მისი გერმანიაში ვიზიტი ბიუჯეტს  4 415 ლარი დაუჯდა. 

 ამავე მივლინებაში გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ ქუთაისის მერი, ვიცემერი, ბაღდათის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე ტყიბულოის წარმომადგენელი და სხვა პირები,  თუმცა რა თანხა დაუჯდა მათი ვიზიტი ბიუჯეტს, ეს ინფორმაცია "ნიუპრესს" ჯერჯერობით არ აქვს.  ბერლინში იმერეთის დელეგაცია საერთაშორისო გამოფენას დაესწრო. 

რაც შეეხება იმერეთის გუბერნიას,  მიმდინარე წელს გუბერნიის პირველმა პირებმა 5 მივლინება განახორციელეს. სამივლინებო ხარჯებისათვის არასრულ სამ თვეში გუბერნიამ 12 073 ლარი დახარჯა. 

მივლინებაში იმყოფებოდნენ  გრიგოლ დალაქიშვილი და იოსებ ხახალეიშვილი ბუდაპეშტში, სადაც თითოეულისათვის 1 134-1 134  ლარი გაიხარჯა.

ქვეყნის შიგნით განხორციელდა ერთი მივლინება, იოსებ ხახალეიშვილის თბილისში მივლინებაზე 15 ლარი დაიხარჯა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა