|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს ფინია ძაღლით ელოდება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს ადმინისტრაციულ შენობასთან "ფინია" ძაღლით ელოდება. 

პოლიტიკოსი უფუნქციო საკრებულოს ჩამოყალიბებაში  ამომრჩეველს ადანაშაულებს. 

"საკრებულოში იქნებიან ასეთი ფინიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებენ და არ ზრუნევენ ამ ქალაქისთვის. დეპუტატებს არაფერს ვეუბნები, მათ ისედაც იციან, ვისი ფინიებიც არიან.  მინდა ვუთხრა მოქალაქეებს - ასეთი ხელისუფლება უარეს სიტუაციაში შეიყვანს ამ ქალაქს.  ამაში კი დამნაშავე იქნებით თქვენ, ვინც იზარმაცეთ, არჩევნებზე არ წახვედით და ისინი, ვინც ხმა მიეცით ქართულ ოცნებას",  - განაცხადა გოგი წულაიამ. 

ახალი მოწვევის საკრებულო 12 საათზე შეიკრიბება. ქუთაისის საკრებულო 35 წევრისაგან შედგება, საიდანაც 18 წევრი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, ხოლო 17 წევრი ყავს ოპოზიციას. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 43.75%
გაუარესდა - 50%
არ შეცვლილა - 6.25%
სულ - 16 ხმა