|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია შპს "პარკინგსერვისს" სასამართლოში უჩივის(ვიდეო)

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის მერიის შპს-ს "პარკინგსერვისს" სასამართლოში უჩივის. მისი  მტკიცებით, მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს მოსაკრებელს უკანონოდ კრებს,  რადგან "პარკინსერვისს" არ აქვს დაკანონებული პარკირების ადგილები. წულაიას განცხადებით, მან  საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია გამოითხოვა,  სადაც წერია, რომ შპს-ს დაქვემდებარებაში მხოლოდ ერთი ობიექტია რეგისტრირებული, წერეთლის # 99. დანარჩენი სარეგისტრაციო წარმოების ფუნქციონირება არის შეჩერებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. წულაიას განმარტებით, ამ რეალობიდან გამომდინარე, შპს ჩადის დანაშაულს, როდესაც მოქალაქეებს პარკირების გადასახადის გადახდას აიძულებს.  შპს-ს წინააღმდეგ მან უკვე მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. "თუ ვინმე დასაჯარიმებელია, ეს არის "პარკინგსერვისი".  მის მიერ დაწესებული მოსაკრებელი არის უკანონო. დღეს მივმართავ სასამართლოს შეუჩერდეს ფუნქციონირება შპს "პარკინგსერვის",- განაცხადა წულაიამ.

"ნიუპრესი" დაუკავშირდა შპს "პარკინგსერვისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ ამ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა