|
  • EUR 1 = GEL 3.1082
  • USD 1 = GEL 2.5429
|

გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტს ტოვებს

იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატების შემადგენლობიდან ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღმასრულებელ სტრუქტურაში გადაინაცვლა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტს ტოვებს. ის პრემიერის ბრძანებით, სუსის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ვახტანგ გომელაურის მოადგილედ მუშაობას უკვე მომავალი კვირიდან შეუდგება. ასევე მომავალ კვირაში მოხდება მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა. 

გიორგი ლილუაშვილი პოლიტიკაში "ქართუდან" მივიდა და ის ბიძინა ივანიშვილის კადრად ითვლება.

რაც შეეხება პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარის მანდატს, მის მოსაპოვებლად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გახდება საჭირო.  

ავტორი: ნიუპრესი