|
  • EUR 1 = GEL 3.4221
  • USD 1 = GEL 3.0465
|

გთავაზობთ მითების სერიას

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების  საპასუხოდ მომზადდა. მოსაზრება, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება საფრთხეს უქმნის ჩვენი კულტურული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მცდარია. 

მოსაზრება, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება საფრთხეს უქმნის ჩვენი კულტურული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მცდარია.რეალურად, ასოცირების შეთანხმება არ შეიცავს კულტურული იდენტობისა და თვითმყოფადობის შემლახველ დებულებებს. კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების ხელშეწყობა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია. ევროკავშირის სიძლიერე და მიმზიდველობა სწორედ მის კულტურულ და ეროვნულ მრავალფეროვნებაშია. შესაბამისად, კულტურული მრავლფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, ევროკავშირის ცალკეული მიმართულებებით პოლიტიკის ფორმირების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. ევროკავშირი აერთიანებს 28 სახელმწიფოს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ კულტურის სფეროში. ამის მიუხედავად, გერმანელები გერმანელებად რჩებიან, ფრანგები ფრანგებად, ესტონელები ესტონელებად და ა.შ. ასოცირების შესახებ შეთანხმება, პირიქით, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული კულტურული მიღწევებისა და უნიკალურობის პოპულარიაზაციას და ზოგადად, კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული, თავის მხრივ, საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რიმ ევროკავშირის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს წევრი სახელმწიფოების ევროვნული იდენტურობის პატივისცემის აუცილებლობა.

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 60%
უარყოფითად - 37.5%
მიჭირს პასუხის გაცემა - 2.5%
სულ - 40 ხმა