|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გვირილობის" საქველმოქმედო ტრადიციას ელისო ბოლქვაძე უერთდება

3 მაისს, 18:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

როგორც "ნიუპრესს" იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის მერიასთან ერთად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაა.  კონცერტი ვიცე–გუბერნატორ იოსებ ხახალეიშვილის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის დროს დაიგეგმა. ბენეფიციარი კი იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის, დღის ცენტრში სტუმრობის დროს შეირჩა. შესაბამისად, საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ შშმ პირს, 8 წლის მარიამ სოხაძეს, გადაეცემა.

ქუთაისელი საზოგადოება ამჯერადაც არ დარღვევს საუკუნის წინ დაწყებულ გვირილობის საქველმოქმედო ტრადიციას, რომლის თანახმადაც გიმნაზიელი გოგონების მიერ შეგროვებული თანხა ტუბერკულოზით დაავადებულებს ხმარდებოდა და მარიამის მიმართ განსაკუთრებულ გულისხმიერებას გამოიჩენს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა