იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორმა პროტესტის ნიშნად პოსტი დატოვა
იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორმა მაიორმა რომან ანთიამ პროტესტის ნიშნად პოსტი დატოვა.
მისი თქმით, სოლიდარობას უცხადებს ლექსო რაფავას, რომელიც 21 ოქტომბერს დააკავეს.
"მე ვემსახურები საქართველოს და არა რომელიმე პარტიას", - განაცხადა ანთიამ.
ხობში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანის ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ ძალოვნები პოსტებს ყოველდღიურად ტოვებენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა