|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტზე დავით გორდელაძე ინიშნება

იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტზე დავით გორდელაძის კანდიდატურა განიხილება - როგორც "ნიუპრესისათვის" ცნობილი გახდა,  აღნიშნულის შესახებ განცხადება თავად გუბერნატორშა შავლეგო ტაბატაძემ დახურულ შეხვედრაზე გააკეთა.

 დავით გორდელაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანეობს. ის წლების განმავლობაში როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში, ასევე ქუთაისის მერიაში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.

 იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ეს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე გრიგოლ დალაქიშვილმა დატოვა. იმავე დღეს თანამდებობა ასევე პირადი განცხადების საფუძველზე ქუთაისის მერის პირველ მოადგილემ გიორგი იობაშვილმა დატოვა.  არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილის პოსტზე ქუთაისის საკრებულოს წევრი ლაშა გვენეტაძე განიხილება. 

საკითხთან დაკავშირებით იმერეთის გუბერნიის პასუხს შეძლებისთანავე გაგაცნობთ. რაც შეეხება დავით გორდელაძეს, ამ დროისათვის მისი ტელეფონი გამორთულია, რის გამოც მასთან დაკავშირება ვერ შევძელით. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა