|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები ლიდერობენ

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 11 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. ამათგან 3 ქუთაისის წარმომადგენელი იქნება, რვა კი გაერთიანებული ოლქების.

ქუთაისის სამივე ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა ვერც ერთმა გადალახა 51%-იანი ბარიერი, ამიტომაც სამივე ოლქში მეორე ტური დაინიშნება.

რაც შეეხება სხვა ოლქებს, წყალტუბოს #57-ე ოლქში  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი ლიდერობს 52.69 %„-ით, მეორე ადგილზეა, მამუკა საღარეიშვილი 32.5 % „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, მესამე ადგილს  „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ჩიხლაძე იკავებს.

ზესტაფონის -#52 მაჟორიტარული ოლქში: პირველ ადგილზეა შალვა კიკნაველიძე 43.97 %„ქართული ოცნება“ , მეორეზე ბეჟან ბუცხრიკიძე: 27.76 % „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, შემდეგია  ილია კოკაია: 19.98 % დამოუკიდებელი კანდიდატი, მეოთხე ადგილზეა თინათინ ხიდაშელი : 2.53 %-ით.

ხარაგაული-ბაღდათის  #51 მაჟორიტარული ოლქში  კობა ლურსმანაშვილი: 47.15 % „ქართული ოცნება”, გიორგი რობაქიძე: 26.19 %„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნოდარ ებანოიძე: 7.68 %„უსუფაშვილი - რესპუბლიკელები”. აღნიშნულ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი.

ვანისა და ხონის მუმიციპალიტეტების #54 მაჟორიტარულ ოლქში
 გრიგოლ ლილუაშვილი: 59.13 % „ქართული ოცნება“, ზურაბ ჯიბუხაია: 22.48 % „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მელორ ტყეშელაშვილი: 11.95 %„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”.

ჭიათურის  #56 მაჟორიტარულ ოლქში  სულხან მახათაძე 34.35 %„ქართული ოცნება“, თეიმურაზ გაფრინდაშვილი 19.11 %„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“,  პროკოფ ჩიკვილაძე: 16.86 % „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

საჩხერის 53- მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ 89.06% მიიღო,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ცერცვაძემ 5.4%, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სამხარაძემ 1.75% .

 სამტრედიის #54-ე ოლქში ლიდერობს "ქართული ოცნების" კანდიდატი გია მიქელაძე 57, 48%-ით, მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მერაბ ჯანელიძე 33,21%, მესამეზე "პაატა ბურჭულაძე-სახელმჭიფო ხალხისთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა მანჯგალაძე 3,3%.

 თერჯოლა-ტყიბულის 49-ე ოლქის მონაცემებით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელგუჯა გოცირიძემ გაიმარჯვა 50, 02%-ით, მეორე ადგილზეა არის ოთარ კახიძე "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობა 33, 09%-ით.

შეგახსენებთ, რომ ეს ცესკოს წინასწარი მონაცემებია.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა