|
  • EUR 1 = GEL 3.6232
  • USD 1 = GEL 3.2896
|

იმერეთში საჭიროების მქონე მოქალაქეებს 650-მდე მოხალისე ეხმარება

იმერეთის რეგიონში გადამზადებული მოხალისეები საჭიროების მქონე მოქალაქეებს აქტიურად ეხმარებიან.  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,  რეგიონში ამ ეტაპზე 650-მდე მოხალისეა მობილიზებული, ყველა მათგანი გადამზადებულია „წითელი ჯვრის“ მიერ.

ამ დროისთვის ქუთაისში 100 მოხალისეა მობილიზებული.  ერთ კვირაზე მეტია, მათ ყოველდღიურად საკვები მიაქვთ ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლის ბენეფიციარებისთვის. ასევე, საკვები პროდუქტები დაურიგეს ქალაქში რეგისტრირებულ 600-მდე 70 წელს გადაშორებულ მარტოხელა მოხუცს.

გარდა ამისა, თუ რომელიმე მათგანს დასჭირდება რაიმე სახის დახმარება,  მოხალისეები მზად არიან დასახმარებლად, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ამ ასაკის ადამიანების თვითიზოლაცია და სახლიდან არ გავიდნენ.

 მოხალისეები "ლიბერთი ბანკის" თხოვნით, არეგულირებენ რიგებს ბანკომანტებთან, ასევე, ქალაქის მასშტაბით, მონიტორინგს უწევენ პროდუქტებზე ფასების ცვალებადობას.

ამ დროის მონაცემებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში 30 მოხალისე ირიცხება, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 150 მოხალისეა რეგისტრირებული. ხონში მობილიზებულია 70-მდე მოხალისე, ტყიბულში,  ხარაგაულსა და თერჯოლაში ჯერჯერობით 15 -15 მოხალისე შეგროვდა, ზესტაფონში  20-კაციანი ჯგუფი ჩამოყალიბდა.  ჭიათურაში 135-კაციანი ჯგუფი შეიკრიბა. 

მოქალაქეთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.94%
არა - 47.16%
არ იცი - 10.91%
სულ - 651 ხმა