|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი პაატა ბურჭულაძის ფონდთან ითანამშრომლებს?(ფოტო)

"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა. ბურჭულაძემ დღეს სიმბოლურად ხე დარგო. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ფონდის წევრები და მომღერლის მეგობრები, მათ შორის იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი. ითანამშრომლებს თუ არა მეფარიშვილი პაატა ბურჭულაძის ფონთან,  ამის შესახებ არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ დღეს მეგობრის სტატუსით იმყოფება და სამომავლო გეგმებზე კომენტარს ამ დროისთვის ვერ გააკეთებს.  

დღესვე 15.30 სააათზე დაგეგმილია თამარ მეფის 21 ნომერში ფონდის რეგიონალური ოფისის გახსნა.

 

 

 

 

 

    

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი