|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში განსახორციელებელი საპოლოტე პროექტების შერჩევა მიმდინარეობს

იმერეთის 6-მა მუნიციპალიტეტმა: ქუთაისმა, წყალტუბომ, ჭიათურამ, ვანმა, ტყიბულმა და სამტრედიამ 11 155 800 ლარის ღირებულების 10 პროექტი წარმოადგინა. აღნიშნული პროექტებით გათვალისწინებულია ტურისტულ ლოკაციებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეებისა და ველობილიკის მოწყობა, საბავშვო ბაღის მშენებლობა და სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობა.

 

იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2021-2022 წლებში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 69 656 927 ლარია გამოყოფილი.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კომისიის მიერ მოწონებული პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა