|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ინფიცირების 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარაში - 31, იმერეთში - 170.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 279, საიდანაც: 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 632, აჭარაში - 251, იმერეთში - 663.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 47, იმერეთში - 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 1, იმერეთში - 25. 444 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 - თბილისში, 159 - აჭარაში, 23 - იმერეთში. 5 533 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 216, აჭარაში - 111, ხოლო იმერეთში - 9.

ვირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა