|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარაში - 8, იმერეთში - 59.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 580, საიდანაც: 1 769 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 766, აჭარაში - 200, იმერეთში - 401.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 349 პირი, მათ შორის, თბილისში - 127, აჭარაში - 40, იმერეთში - 108.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში- 9, იმერეთში - 12.

ბოლო 24 საათში ინფექციისგან 19 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 425 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი