|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კანონდარღვევით 13 900 000 ლარი გაიხარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სამსახურის გენერალურმა აუდიტმა, ლაშა თორდიამ აუდიტის სამსახურის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა. მისი  განცხადებით, აუდიტის მიმართ არასწორი წარმოდგენაა, რადგან მას უმეტეს შემთხვევაში მაკონტროლებელთან აიგივებენ, რაც არასწორია. თორდიას განცხადებით, უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება, რის გამოც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

დღესვე აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ჭიათურის, საჩხერის, წყალტუბოს, ხარაგაულის, სამტრედიისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში  გამოვლენილ დარღვევა - ნაკლოვანებებსა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე ისაუბრა.

აუდიტის დასკვნით, "2012 - 2014 წლებში იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ბიუჯეტების დანაკარგმა 919 ათასი ლარი შეადგინა. სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევით შეძენილია 13 900 ათასი ლარის სხვადასხვა სამუშაოები და მომსახურებები დაიხარჯა. რეგიონში დაუსრულებელი და გამოუყენებელი პროექტების ღირებულებამ 555.5 ათასი ლარი შეადგინა. მნიშვნელოვანი დანაკარგებია დამადასტურებელი დოკუმენტაციი გარეშე გაწეულ ხარჯებზე".

ანგარიშში საუბარია მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ააიპებზე, სადაც დასაქმებულთა მაღალი მაჩვენებელია, მიზეზი კი სათანადოდ არ არის დასაბუთებული.

რეგიონში წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან სტუმრების მიღებაზე და სხვადასხვა საბანკეტო მომსახურებაზე 65.5 ათასი ლარია გახარჯული.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა