|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსი კიდევ 234 პირს დაუდასტურდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 234. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 788, აჭარაში - 350, იმერეთში - 768.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში - 68, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 7, იმერეთში - 26.

579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 295 - აჭარაში, 27 - იმერეთში. 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში ვირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა