იმერეთში კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი 198 შემთხვევა დაფიქსირდა
იმერეთში კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი 198 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები, სხვადასხვა კოვიდმიმღებ ცენტრებში გადანაწილდნენ.
ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ქუთაისს უკავშირდება. ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა. ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 63 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 მძიმე და 3 კრიტიკულად მძიმეა.
"ბომონდის" კლინიკაში მკურნალობას 87 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს. იმერეთის მასშტაბით კოვიდკლინიკებში მკურნალობს 800-მდე, ხოლო კოვიდ სასტუმროებში 200-მდე პაციენტი. კარანტიმშია 1500-მდე მოქალაქე.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა