|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კოვიდინფიცირების 50 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 14, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 35, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 25, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 367, საიდანაც: 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 180, იმერეთში - 265. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 30, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 34 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 541 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა