|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

იმერეთში ტურიზმის მიმართულებით მომუშავე ობიექტებზე მონიტორინგი გაძლიერდება

იმერეთში ტურიზმის მიმართულებით მომუშავე ობიექტებზე მონიტორინგის გაძლიერის  შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე დღეს ტურისტული სააგენტოების, სასტუმროების და კვების ობიექტების წარმომადგებლებს შეხვდა, არსებულ მდგომარეობას გაეცნო და გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

როგორც შეხვედრაზე გაჟღერდა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მუნიციპალიტეტების დონეზე მონიტორინგის გაძლიერდება მომხმარებლების უფლებების დაცვას და ასევე ფასების დარეგულირებას გულისხმობს.

ზვიად შალამბერიძის თქმით, წყალტუბოს განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება.

"მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ტურიზმის სფეროს წარმოამდგენლებთან. ტურიზმი ქუთაისსა და იმერეთში გარკვეულწილად ვითარდება, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ცოტა ხნის წინ წყალტუბოს განვითარებაზე ინიციატივა გაჟღერდა, ვფიქრობ, ძალიან სწრაფად უნდა განვითარდეს ეს მიმართულება, ისევე როგორც სხვა მიმართულებები. მოვისმინეთ ის პრობლემები, რაც აწუხებს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს და ჩვენ ამ ყველაფერზე რეაგირება მყისიერი გვექნება, გამოვასწორებთ ხარვეზებს, რაც უშლით მათ ხელს სწორ და გამართულ მუშაობაში. ეს პრობლემები ინფრასტრუქტურული მიმართულებითაა. მონიტორინგი გაძლიერდება იმისთვის, რომ ჩვენმა ტურისტებმა და არა მარტო მათ, ხარისხინი მომსახურება მიიღონ", -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი