|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

გურამ ჩალაგაშვილი – უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმებიდან მოსახლეობას 879 000 ლარი ჩამოვაწერეთ

დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ  ჟურნალისტებსა  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, წლიური ანგარიში გააცნო.

შეხვედრა "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით მოეწყო.

ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, გურამ ჩალაგაშვილის თქმით, გასულ წელს,"სემეკის" საქმიანობა ეფექტური აღმოჩნდა.
"გასულ წელს, კომისიაში სულ 1500 განცხადება შემოვიდა. კომისიამ განცხადებები განიხილა და იმ მომხმარებლებს, რომელთაც კომპანია უსამართლოდ აკისრებდა გადასახადს, ჯამში 87 9000 ლარი ჩამოვაწერეთ", – განმარტავს გურამ ჩალაგაშვილი.

მისივე თქმით მიმიდინარე წელს, "სემეკი" მომხმარებელს ახალ და ეფექტურ მომსახურებას სთავაზობს.

"როდესაც მომხმარებელი პრეტენზიით მიმართავს კომისიას და აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული რეაგირებას 10 დღეს გადააცილებენ, მათ ჯარიმები დაეკისრებათ,"–ამბობს გურამ ჩალაგაშვილი.

"ასეთი ტიპის საჯარო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჟღერდება მოსახლეობაში არსებული პრობლემური საკითხები. საწყენია ის, რომ მოწვევის მიუხედავად დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრნენ ენერგო კომპანიისა და სოკარის წარმომადგენლები.  მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი მოვიდა. ვფიქრობ ამით კომპანიებმა თავი აარიდეს არსებულ კონკრეტულ კითხვებს" - ამბობს "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, ხვიჩა ვაშაყმაძე.

ავტორი: ანა ჯანაშია