|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფრანგეთში ერთიანობის მარში დასრულებულია

საფრანგეთში ერთიანობის მარში დასრულებულია. მსოფლიო ლიდერებმა და მარშში მონაწილეებმა პარიზში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მარშის მსვლელობისას ერთმანეთის გვერდით საფრანგეთის ლიდერი ფრანსუა ოლანდი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ და პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი იდგნენ. მშვიდობის მარშში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ლიდერები ჟან-კლოდ იუნკერი და მარტინ შულცი. ერთიანობის მარშში მონაწილეობდა საქართველოს პრემირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 მშვიდობის მარში პარიზში თბილისის დროით 6 საათზე დაიწყო. მონაწილეებმა 3 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიარეს. 
7 იანვარს საფრანგეთში "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმას და ტერაქტებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა.

ავტორი: ნიუპრესი