|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყაზბეგის ქუჩაზე დასაქმებულებმა სამუშაო მიატოვეს


ქუთაისში, ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, ბათუმში რეგისტრირებული კომპანია „გზა 21–ე“ ასრულებს. კომპანიამ 530 000 ლარად გზის რეაბილიტაცია უნდა მოახდინოს, თუმცა, როგორ მუშებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ხელფასების დაგვიანების გამო რამდენიმე ჯგუფმა სამუშაო დატოვა.

„ყოველდღე გვპირდებიან ხელფასს, მაგრამ უშედეგოდ. ხან ამბობენ, რომ მერიას ჯერ არ გადაურიცხავს, ხანაც თითქოს ბანკშია გადმორიცხვის პრობლემა. რამდენიმე ჯგუფმა უკვე დატოვა სამუშაო ჩვენც დღეს ველოდებით, თუ არ მოგვცეს და ჩვენს წავალთ,“–აღნიშნავს ერთ–ერთი მუშა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ხელფასების დაგვიანებას აღიარებს გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელი მერაბ კიკვაძე, თუმცა მომხდარს არა მერიას, არამედ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ პრობლემები გადარიცხვის პროცედურებმა შექმნა.

„ჩვენ რამდენჯერმე ავუხსენით მუშებს ეს პროცედურები, მაგრამ ძნელია გააგებინო მათ, ვინ ამ სისტემის შესახებ არ იცის. თანხა ჩამორიცხულია, თუმცა ამ თანხამ ჯერ ეროვნულ ბანკში უნდა გაიაროს, მერე მოხვდეს ჩვენს ბანკში და დაერიცხოს ფირმას.  ეს ყველაფერი ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის გამო ხდება. ასე რომ, მაგ მუშებისთვის არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ჩამოირიცხება თანხა და გადავუხდით",–აღნიშნავს მერაბ კიკვაძე.

კიკვაძე ამავდროულად იმ გაუთვალისწინებელ პრობლემებზეც საუბრობს, რაც გზის რეაბილიტაციის დროს გამოჩნდა, მუშაობისას ჩამოიშალა ბეტონის კედელი, რის გამოც სამუშაები დროებით შეფერხდა. ამასტან ერთად მოსახლეობა დაუდევრად იქცევა, გადაკეტილ ქუჩას ღამით ხსნიან და მანქანებით გადაადგილდებიან, რის გამოს გაკეთებული სამუშაეობის თავიდან შესრულება უხდებათ.

 


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა