|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გამოსახლებების პროცესის შედეგად 10 000-მდე ბავშვი ქუჩაში აღმოჩნდება“

ქუთაისში, იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები დახმარებისთვის პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მიმართავენ.

მოქალაქეებმა პარლამენტთან დღეს მორიგი აქცია გამართეს, სადაც ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო გზების დროულად გამოძებნისაკენ მოუწოდეს.

იპოთეკური სესხებით დაზარალალებულთა აქციებს ორგანიზებას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობა უწევს. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, თუ გამოსახლებების პროცესი არ შეჩერდება, დაახლოებით 10 000-მდე ბავშვი ქუჩაში, გაურკვეველი მომავლით აღმოჩნდება.

„ამიტომ, ჩვენ კვლავ მივმართავთ ხელისუფლებას შეაჩეროს გამოსახლებების პროცესი, მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია და პროკურატურამ მევახშეთა და ნოტარიუსთა თაღლითობის  ფაქტების გამოძიება დაიწყოს,“ - ამბობს წულაია.

აქციაზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, მათმა ნაწილმა უკვე დაკარგა საცხოვრებელი, ნაწილი კი გამოსახლების მოლოდინშია.

„7 -სულიანი ოჯახი ვართ. კერძო იპოთეკარმა ისარგებლა ჩვენი ნდობით, სესხი გამოიტანა და  ჩემი სახლი გადაიფორმა. ბანკმა ამის შემდეგ ორ კვირაში გამომაგდო სახლიდან. იქნებ დაგვეხმარონ, რომ სესხის დაფარვა და სახლების დაბრუნება შევძლოთ,“ - ამბობს გუჩინა ხომერიკი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა