|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალების" აქციაზე წასვლის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლის დასჯას ითხოვენ

„საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ მონიტორინგის შედეგების მიხედვით,  19 აპრილის „ნაციონალების“ აქციაზე ცაგერისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებიდან საჯარო მოხელეების მობილიზაცია არ დაფიქსირებულა. ხოლო წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან საჯარო მოხელეთა უმრავლესობამ სამსახური გააცდინა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის გიზო ბანძელაძის თქმით, 19 აპრილს, ორგანიზაციამ საჯარო მოხელეთა სამსახურებში გამოცხადების კუთხით მონიტორინგი ცაგერში, ბაღდათსა და წყალტუბოში ჩაატარა.

„წყალტუბოს საკრებულოში საჯარო მოხელეთა 70%, ხოლო გამგეობაში მომუშავეთა 40% ადგილზე არ იმყოფებოდა. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა იყო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში, სადაც არც ერთი თანამშრომელი არ გამოცხადდა.  საჯარო მოხელეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ ხელფასს საქართველოს მოქალაქეები უხდიან და არა კონკრეტული თანამდებობის პირები,“ – ამბობს ბანძელაძე.

გიზო ბანძელაძის თქმით,  ორგანიზაცია წერილს ამზადებს, სადაც  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ზედამხედველობის  სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი გოგლიძის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა