|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პატრიოტებმა" ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის დავალება გასცეს

ქუთაისის მერიაში სამსახურების ოპტიმიზაცია  და თანამშრომლების შემცირება იგეგმება.
შტატების შემცირების შესახებ გეგმის წარდგენის დავალება,  ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსისგან"  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკო კაჭკაჭიშვილმა მიიღო.  

"გაძლევთ ერთ კვირას, იმისათვის, რომ წარმოგვიდგინოთ მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმა–პროექტი. ვიცით, რომ მერიაში შტატები არის გაბერილი და ამიტომაც უნდა მოხდეს მათი შემცირება ", – განაცხდა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯომარემ, კახაბერ ნემსწვერიძემ.
ფრაქციის სხდომაზე განმარტეს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ეფექტური მუშაობა უნდა დაიწყოს.
"დავალებას სრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ აუცილებლად იქნება გათვალისწინებული", – აღნიშნა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, რომელმაც "პატრიოტ" კოლეგებს ქალაქში მიმდინარე ინფრასტქრუქტურული სამუშაოების შესახებაც ჩააბარა ანგარიში. "არის პროპექტები, რომლიც ჩაბარება  გვიანდება, რადგან  ზოგიერთი მათგანი უხარისხოდ არის შესრულებული," – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

ავტორი: თეკლა მორგოშია