|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის თანამშრომლებს რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის შენარჩუნებას ჰპირდებიან

ქუთაისის მერიაში შესაძლოა რიგი სამსახურები  გაერთიანდეს, ხოლო თანამშრომლების რაოდენობა 20%-ით  შემცირდეს. აღნიშნულს, რეორგანიზაციის ის გეგმა ითვალისწინებს, რომელიც დღეს, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტებს“ წარუდგინა.

როგორც „პატრიოტების“ ფრაქციის სხდომაზე კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, შესაძლოა ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახური შესყიდვების სამსახურს შეუერთდეს. ასევე, იგეგმება  მერიაში არსებული ზედამხედველობის ორი სამსახურის გაერთიანებაც. მერის მოვალეობის შემსრულებელი აქვე აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად მერიის არც ერთი თანამშრომელი სახლში არ წავა და ისინი სხვადასხვა სამსახურში გადანაწილდებიან.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ რეორგანიზაცის პროექტს ფრაქციის სხდომაზე დაამუშავენ.

შენიშვნების შემთხვევაში მას ისევ მერიაში დააბრუნებენ, ხოლო შეჯერებულ ვარიანტს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანენ.    

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა